კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა

Tesla Toys-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. შპს „ტესლა თოიზისთვის“ (შემდგომში – „ტესლა თოიზისთვის“, „ჩვენ“, „ჩვენი“) ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა ჩვენი მომხმარებლებისთვის. ვცდილობთ, ნათლად წარმოვაჩინოთ, თუ როგორ მოვიპოვებთ, ვიყენებთ, ვამჟღავნებთ, გადავცემთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ;

2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება „ტესლა თოიზისთვის“ აპლიკაციასაც (ერთობლივად, ჩვენი „მომსახურება“), მიუხედავად იმისა, თუ რას იყენებთ ამ აპლიკაციისთვის – კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს, პლანშეტსა თუ სხვა მოწყობილობას;

3. თქვენი ან თქვენი ტექნიკის აპლიკაციისთვის რეგისტრაცია ჩვენი მხრიდან მოითხოვს ისეთი ინფორმაციის მოპოვებას მოწყობილობის შესახებ, როგორებიცაა: ოპერაციული სისტემის ვერსია, პროგრამული უზრუნველყოფის მოდელი, IMEI ნომერი და სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები. ჩვენ არ გვჭირდება ინფორმაცია ზარების, კონტაქტების სიის და ა.შ. შესახებ;

4. მოკლე ტექსტური შეტყობინებების არხით „ტესლა თოიზის“ ერთჯერადი პაროლის ავტომატურად შესავსებად ჩვენ გვჭირდება წვდომა SMS მომსახურებასთან. ერთჯერადი პაროლის მოთხოვნა შესაძლებელია რეგისტრაციის ან კონკრეტულ მომსახურებაზე ხელმოწერის მომენტში. ჩვენ არ მოვიპოვებთ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებების ისტორიის, კონტაქტების სიის და ა.შ. შესახებ;

5. ჩვენ ასევე ვიყენებთ ჩვენთვის უშუალოდ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ასეთია მომხმარებლის სააღრიცხვო მონაცემები, რომლებიც აუცილებელია თქვენი ან / და თქვენი ტექნიკის სააპლიკაციო მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის და თქვენი ანგარიშსწორების დამუშავებისთვის;

6. თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება, მოგვაწოდოთ თუ არა კონკრეტული მონაცემები (მაგ., ინფორმაცია, რომელსაც მოვითხოვთ ერთჯერადი პაროლისთვის), თუმცა ამგვარმა ქმედებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს შესაძლებლობაზე, ისარგებლოთ რომელიმე კონკრეტული მომსახურებით;

7. ჩვენ მიერ თქვენზე მოპოვებულ (თქვენ შესახებ სხვა ინფორმაციასთან ერთად) ინფორმაციას ვიყენებთ თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველსაყოფად; ან / და ჩვენთვის ცნობილი ხდება, თუ როგორ სარგებლობთ მომსახურებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გავაუმჯობესოთ თქვენი პროდუქტის მოხმარება;

8. ჩვენ უფლება გვაქვს გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:

  • აფილირებულ პირებს;
  • მომსახურების მომწოდებლებს – კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას ეწევიან „ტესლა თოიზისთვის“ ან მისი სახელით;
  • სამართალდამცავ ორგანოებს – როცა ეს მოგვეთხოვება ან როცა ეს აუცილებელია „ტესლა თოიზის“ და მისი მომხმარებლების დასაცავად;

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: შპს „ტესლა თოიზი“ რუსთაველის გამზ. №24 თბილისი, 0108 ტელ: (+995) 599 250100 http://teslatoys.ge/